Foto

ლავროვმა ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა

Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა Il-76-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.

„ჩვენ დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს და ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ Il-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.