დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ.
პატრიკ სანდერსი უკრაინაში არსებულ ვითარებას 1914 და 1937 წლების კრიზისებს ადარებს და აცხადებს, რომ მხოლოდ „მოქალაქეების არმიები“ შეძლებენ დასავლეთის ცხოვრების წესზე მომავალი შემოტევის დამარცხებას.
„ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ეგრეთ წოდებული ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, - განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press