ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დარწმუნებულია რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს ვეტოს მოხსნის.
როგორც ვალტონენი აღნიშნავს, 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსგან "პოზიტიური სიგნალი მიიღო".
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. თუ ვერ, ჩვენ ვიპოვით სხვა გამოსავალს", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press