შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას დათანხმდა, რათა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მედიის ცნობით, შვედეთის მთავრობის მეთაურმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის წერილიც გაუგზავნა.
"გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი იქნება მომგებიანი", - წერს შვედეთის მთავრობის მეთაური ვიქტორ ორბანისთვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, 24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორვ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press