Foto

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელი ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ თავს დაესხა - არის მსხვერპლი

ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ღაზაში მცხოვრებლებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ მართული ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, ღაზაში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.

სამინისტროს სპიკერის განცხადებით, სავარაუდოდ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.