Foto

კულება - უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ჯერ კიდევ არ განიხილავს პუტინს, როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს

უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ჯერ კიდევ არ განიხილავს პუტინს, როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, ზოგიერთ საერთაშორისო პარტნიორს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმირ პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის წამოწყებით, ნაცვლად იმისა, რომ განიხილონ იგი, როგორც ბოროტება, რომელიც უნდა გაქრეს საერთაშორისო პოლიტიკიდან.

"ისინი კვლავ განიხილავენ მას როგორც ადამიანს, როგორც ლიდერს, რომელმაც დაუშვა მძიმე შეცდომა, რომლისთვისაც მან უნდა გადაიხადოს საფასური, მაგრამ არა როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს", - განაცხადა დმიტრო კულებამ.