მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც მოლაპარაკებებს საფუძველს უყრის.
"მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს. ეს არის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან, მიღწეული შეთანხმების შედეგი დავოსში. გმადლობ, ურსულა. ჩვენ წინ გვაქვს უკრაინის კანონმდებლობის EU-ის ნორმებთან შესაბამისობის შეფასების საფუძვლიანი მუშაობა, უკრაინის დელეგაციის ფორმირება და ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია. ველოდები უკრაინის სამთავრობო გუნდის სრულ ჩართულობას და პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე ამ გაზაფხულზე გაიმართება", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press