საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იოსელიანმა თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.
"2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.
საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება - საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს ნ.ჯ.-ს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press