ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს არა მხოლოდ არჩევნებს და საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზეც დაკვირვება ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში.
კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალ-ყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველე ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ დენოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press