Foto

ობრაიენი - საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია - ვაპირებთ თანამშრომლობას სადამკვირვებლო მისიასთან

საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა.

ობრაიენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში.

"საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის. საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ვაფასებთ მათ ნაბიჯებს სანქციებისგან თავის არიდების თვალსაზრისით.

ვიცით, რომ რუსეთი ახდენს დიდ ინვესტირებას ნოვოროსიისკის პორტში, ასევე ცდილობს დაკავებული უკრაინული პორტების გამოყენებას, აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. მიმდინარე წელს ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან რეგიონის 10 ქვეყანას უნდა მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა ობრაიენმა.