Foto

Bloomberg - მოსკოვი „სიგნალს უგზავნის“ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ

მოსკოვი „სიგნალს უგზავნის“ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულ ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რუსეთი შესაძლოა, ღია იყოს უკრაინის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებისთვის და გააუქმოს ძირითადი მოთხოვნები, როგორიცაა ნეიტრალური სტატუსი და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგობა.

Bloomberg-ის ცნობით, პუტინი ამოწმებს მდგომარეობას იმის დასანახად, მზად არის თუ არა ვაშინგტონი მოლაპარაკებებისთვის და არაპირდაპირი არხებით დაუკავშირდა შეერთებულ შტატებს.