უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო.
"პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ - 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დეპუტატის შეკრება ძალიან რთული იქნება", - განაცხადა დავით არახამიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press