ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტიც, რომელიც ასევე მომზადების პროცესშია.
"რა თქმა უნდა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში...
უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press