28 იანვრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 8 "შაჰედის" ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონებით თავდასხმის გარდა, იერიში "ისკანდერის" ტიპის რაკეტებითაც დაფიქსირდა.
"28 იანვრის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია 8 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ვორონეჟიდან პოლტავის რეგიონს კი, ორი "ისკანდერის" ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს.
საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა გაანადგურეს მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4, რომლებიც მტერმა გამოიყენა წინა ხაზზე შეტევისთვის",- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press