Foto

რუსეთმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

28 იანვრის ღამეს, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობთ ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბავშვი დაშავდა.

"გამოძიების ინფორმაციით, 01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე განახორციელეს.

დაზიანდა 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.