ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა სამხრეთ კაროლინის შტატში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა.
"დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა პარიზის გარეუბანში ამერიკელი დაცემული გმირების სასაფლაოს მონახულებაზე და ეს გმირები "ლუზერებად" მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ამის თქმას ჩემს შვილსა და სხვა ოფიცრებზე? მე მათ პატრიოტებს ვეძახი. ერთადერთი "ლუზერი", რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია",- თქვა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press