"საქართველოს ფოსტის" ინიციატივით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
"საქართველოს ფოსტის" ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა.
"ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ასევე, "საქართველოს ფოსტასა" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული",- ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press