დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.
კალაძის თქმით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მიწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება. მისივე თქმით, მოგვიანებით გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
თბილისის მერმა გამზირზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე სამუშაოებს ასევე გაეცნო მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
ბენდელიანის თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა იანვრის ბოლოდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.
„როგორც შევპირდით მოსახლეობას, იანვრის ბოლოსთვის, საგზაო ნაწილი დასრულებული იქნება და შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი ავტომობილების გადაადგილება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, გაჩერებების კუნძულების მოპირკეთება. ამის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press