9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ,- ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, 9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება".
"ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა "ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს",- თქვა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press