ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ომი შესაძლებელია 2024 წელს დასრულდეს, ზელენსკიმ უპასუხა: "უკრაინელებს საკუთარი თავის, პარტნიორებისა და მსოფლიოს იმედი აქვთ".
"უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press