დღეს, 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ბრიფინგი 17:00 საათზეა დანიშნული.
უკავშირდება თუ არა მთავრობის მეთაურის ბრიფინგი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს, უცნობია.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. ღარიბაშვილს აღნიშნულ პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press