Foto

პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან, რომელიც ქალაქ უჟგოროდში შედგება.

სიიარტოს განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა.

"ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა უკრაინასა და უნგრეთს შორის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ ამიერკარპატიის უნგრულმა თემმა დაიბრუნოს თავისი უფლებები", - წერს სიიარტო "ფეისბუქზე".