Foto

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსგან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება მიიღო.

"დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახალხან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას.

უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც გუნდთან ერთად მივაღწიეთ. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს - 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი...

პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს", - თქვა ღარიბაშვილმა.