რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დროს ირაკლი კობახიძე შეგნებულად არ არხსენა, რადგან "ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია".
„პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს და დამტკიცდება ცვლილებები. რაში მდგომარეობს ცვლილებები - პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს და უკვე წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის. შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს ასეთი მონახაზი და ესეც აღსრულებაში მოვა პარტიის ხელმძღვანელი რგოლის მიერ – მის ადგილს პოლიტსაბჭოში, სამდივნოში, როგორც პოილიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press