Foto

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნული ეხება ყველა ეკონომიკურ სანქციას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ივლისიდან შემოიღო. ეს სანქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის საპასუხოდ.

ამჟამად სანქციები შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე.