Foto

სიიარტო - ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინისა და უკრაინელების საბოლოოდ მშვიდობით ტკბობა - იმედია, ეს საშინელება მალე დასრულდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ოფიციალურ პირებთან სასაუბროდ ჩავიდა.

სიიარტო უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს.

"ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინისა და უკრაინელების საბოლოოდ მშვიდობით ტკბობა, იმედია, ეს საშინელება მალე დასრულდება", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში დღეს, 29 იანვარს ჩავიდა.