Foto

გვარამია - ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება

რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამია აღნიშნავს, "ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება".

"რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ. ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი პრემიერი, იმიტომ რომ ასეთი არის ამ კაცის განწყობა და უნდა გავყვეთ ამ განწყობაში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში, მისია და არა ჩვენი. ჩვენი სირცხვილია ეს და არა მისი, სხვათა შორის. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი დასაჯა თუ არა. დაუსჯელი ღარიბაშვილი უკეთესია, ვიდრე დაუსჯელი? ჩემი აზრით, არაფერი არ იცვლება.

მე არ მგონია, რომ ეს კარგი და კომფორტული ზონა იყოს, ასევე ირაკლი კობახიძისთვისაც, საერთოდ არ მგონია ეგრე. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე თავისი შავი ფულის კონტროლით გამოიყვანეს დღის სინათლეზე. შავი ფული არის საარჩევნო ფული, ის ამას თვითონ განკარგავდა და აკონტროლებდა, დღეს ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამ ე.წ "კარმუშკას" მოწყვიტეს, გადაიყვანეს პრემიერმინისტრად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.