Foto

ჩეხეთის პრეზიდენტი - ევროპა ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ში არჩევნები და პუტინთან შეთანხმება გააფორმოს

ევროპა ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ში არჩევნები და გააფორმოს შეთანხმება პუტინთან, რაც შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პაველის თქმით, თუ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით ფაქტის წინაშე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ეს არ არის ტრანსატლანტიკური კავშირების შელახვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპი ბევრ რამეს სხვაგვარად ხედავს“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.