Foto

გონჩარენკოს თქმით, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს - აღნიშნული უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა უარყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო Telegram-ზე წერს.

როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს. ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა“, - წერს გონჩარენკო.

აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია.

„დანამდვილებით გეტყვით რომ არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“, - დასძინა მან.