აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.
აღნიშნული სანქციები შეეხო 7 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და სამხედრო სტრუქტურას უკავშირდებიან.
ახალი სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროირანულმა ჯგუფებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანეს.
"ირანის რეჟიმი და მისი სახელით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები მიუღებელ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ბრიტანეთმა და აშშ-მა გააგზავნეს მკაფიო გზავნილი: ჩვენ არ მოვითმენთ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press