ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ირანთან ომით,- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც კვირას იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
კირბის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავადაცვისთვის.
"არ გვსურს ირანთან ომი. არ გვსურს უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაძაბულობა დავძლიოთ. მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები",- აღნიშნა კირბიმ.
ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press