უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, დასავლეთი აღნიშნული „პროექტის" მხარდაჭერას არა მხოლოდ პრესტიჟის, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისის გამო ვერ წყვეტს.
"მთავარი დონორი აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, ბრიტანეთი, დანია, პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი. უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც...
ჩვენ შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს ვალდებულებები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს", - განაცხადა ლავროვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press