ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, მთავრობის დამტკიცება რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე ხდება.
„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ.გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს",- ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურის პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press