უნგრეთი მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის დაფინანსებაზე, თუ მოგვცემენ გარანტიას, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა ამ თანხის გაგზავნა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს.
"გადავწყვიტეთ, წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი", - განაცხადა ორბანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press