აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება დასავლელი პარტნიორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს არასწორ სიგნალს გავუგზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს ვლადიმერ პუტინის რწმენას გააძლიერებს, რომ მას შეუძლია უკრაინის დამარცხება და ჩვენთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა ბლინკენმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press