სიიარტო და ორბანი პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულება აღნიშნავს, პიტერ სიიარტო და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან.
„ეს რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ასევე უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, დმიტრო კულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press