აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, ირანი პასუხისმგებელია თავდასხმაში გამოყენებული იარაღის მიწოდებაზე, თუმცა დასძინა, რომ მას რეგიონში უკვე ისედაც მაღალი დაძაბულობის გამო ფართო დაპირისპირება არ სურს.
"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press