Foto

ტუსკი - ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა - ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია

უკრაინასთან დაკავშირებით ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტუსკი აღნიშნავს, ვიქტორ ორბანი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია.

"არავითარ შემთხვევაში ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანით თუ მის გარეშე. მაგრამ უკეთესი იქნებოდა და ამ სიტუაციაში ყველანი თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნებული იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ტუსკმა.