მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება - სხვა კანდიდატურა არ განიხილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე ის კანდიდატურაა, რომელზეც ახლა პარტია მსჯელობს.
"ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს ის პრემიერ-მინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს ის პარტიაში. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, მათ შორის ოპოზიციაც, რომ ეს 3 წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით. საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემო არის უსაფრთხოების მხრივ, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები...
რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია და აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიისა, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press