ვფიქრობ, „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ლელოს" „ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე".
„ლელო“, ზოგადად, საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ, რატომღაც, სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი „ჩიხუახუას სინდრომი“. ჩიხუახუა იცით, რომ ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს. თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს. მოკლედ, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს განსაკუთრებით „ლელო“ წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში, ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს დღის წესრიგი, თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი, უკვე ირონიის და სიცილის გარდა, მე მგონი, სხვა სერიოზულ რეაქციას არ იწვევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press