პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული, შესაბამისად იმ პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "სინამდვილეში პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს".
"პრობლემა იმაში ხომ არ არის, სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრობლემაა, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როგორც ჩანს, ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც დიდი ხანია მისგან მოველი არის ის, რომ დაადასტუროს, მან დაარღვია კონსტიტუცია და დადოს პირობა, აღარ დაარღვევს კონსტიტუციას",- თქვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press