ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ გაეროში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანმა განაცხადა.
ირანის წინააღმდეგ საპასუხო რეაგირებას აშშ, იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი შეტევისა და ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო გეგმავს.
„ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაზე, მის ინტერესებსა და მოქალაქეებზე ნებისმიერი საბაბით თავდასხმას უმკაცრესად უპასუხებს“, - განაცხადა ირავანმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press