Foto

ზელენსკი გათავისუფლებულ ტყვეებზე - ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება, გვახსოვს ყველა ადამიანი, ვინც ტყვეობაშია

ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება, ჩვენ მათ ვაბრუნებთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინას ახსოვს ყველა ადამიანი, ვინც ტყვეობაშია და ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა ტყვეობაში მყოფი პირი უკან დააბრუნოს.

"ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. 207 ადამიანი. ჩვენ მათ ვაბრუნებთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. გვახსოვს ყველა ადამიანი, ვინც ტყვეობაშია. როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. უკრაინის გუნდმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 207 მებრძოლი გაათავისუფლა.