Foto

პუტინი - დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა

დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ უკრაინის კონტაქტური საზღვარი რუსეთის საზღვრიდან შორს გადაწიონ, რათა რუსეთის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

„ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა. მოტივი არის უცნობი. თქვენ მეკითხებით, თუ რატომ ქნეს ეს. მე არ ვიცი და არ მესმის. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ბორტი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში დანაშაულია. მოსკოვი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ არ არიან მსურველები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დასავლეთში ცდილობენ, რომ არ ისაუბრონ მომხდარზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.