ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, რის გამოც ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ.
"ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა - ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.
მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.
მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ "ხელფასს" და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.
ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.
ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.
რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:
ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი - ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს.
ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press