50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ "დაღლილობაზე" და "მხარდაჭერის შემცირებაზე" საუბარი მცდარია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც კულება აღნიშნავს, ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ძალა და შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად.
"მადლიერი ვარ ევროკავშირის, რადგან მათ დაამტკიცეს გადაწყვეტილება 2024-2027 წლებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.
ეს არის ისტორიული ნაბიჯი. ის ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი "დაღლილობაზე" ან "მხარდაჭერის შემცირებაზე" უბრალოდ მცდარია.
ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ძალა და შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად. ევროკავშირი მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს.
ეს აშკარად გვაჩვენებს, რომ პუტინის მოლოდინი, რომ უკრაინასა და მსოფლიოს გამძლეობაში აჯობებს, არის უშედეგო.
მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში", - წერს დმიტრო კულება X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press