დრო არ ითმენს და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის აგრესიული ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა.
„დღეს ლიდერები ფოკუსირებული იქნებიან უკრაინის საკითხზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არის უდიდესი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. მას სურს, გაანადგუროს ქვეყანა, დაყოს უკრაინა ორ ნაწილად და ისინი ამას აგრძელებენ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინისთვის, რადგან ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press