Foto

ლაიენი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - ევროპისთვის კარგი დღეა

კარგი დღეა ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

როგორც ლაიენი აღნიშნავს, ევროპულმა საბჭომ დააფიქსირა მისი პრიორიტეტები, რაც მოიცავს : უკრაინის მხარდაჭერას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, ევროპული კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.

"შეთანხმება მიღწეულია! ევროპულმა საბჭომ დააფიქსირა მისი პრიორიტეტები: უკრაინის მხარდაჭერა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ევროპული კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის", - წერს ლაიენი X-ზე.