ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპა ერთიანია და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არ ეშინია.
"დეკემბერში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა, როდესაც ოფიციალურად გადავედით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან, დღეს კი გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოხდება დამატებით 50 მილიარდი ევროს მობილიზება უკრაინისთვის.
ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, ეს ასევე არის გზავნილი ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ ევროპა ერთიანია და ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press