ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კობახიძე "თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულია".
„ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც როგორც პარტია პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი პარტია ჰქვია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“.
ეს ერთი, მეორე - მის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე, ალბათ, ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც, ამაზე აღარ გავაგრძელებ და ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზეც ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო.
დღეს მოვისმინე, მენეჯმენტის და ეკონომიკური მიმართულებით არ აქვსო გამოცდილება. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ადამიანი, იყო პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს სტრუქტურები ნულიდან ააწყო. მენეჯერული გამოცდილების არქონა რას ჰქვია, რაღაც ხომ უნდა მოიგონო, ასეთი რომ თქვა. უფრო პარადოქსული იყო იმის თქმა, რომ ამ ადამიანს ეკონომიკური მიმართულებით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხს რა ჰგონია, საპარლამენტო საქმიანობა მაგალითად, პარტიული საქმიანობა, პროგრამაზე მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი ავტორია კონსტიტუციის, საარჩევნო პროგრამების და ა.შ. და ამ კაცზე ამბობენ, რომ მას არ აქვს ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა. ამას ძალისხმევა ხომ სჭირდება, ეს გაბედო და თქვა. წარმოუდგენელი არგუმენტებია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კარგია, როცა მეტი არგუმენტი არ გაქვს და მოგონილი არგუმენტის ამ ხარისხს მიაღწევ, რომ არგუმენტში ეს სიგიჟე თქვა, ალბათ, უკვე ადასტურებს ეს თავის მხრივ, რომ მის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს",- თქვა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press